30 იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოდისა და კინოს, კონკრეტულად კი ჰოლივუდის “შეხვედრა” იყო, რამაც უკვე ქალთა სამყაროში ელეგანტურობისა და სტილის სიმბოლოების გაჩენა გამოიწვია.
რიგითმა ქალებმა დაიწყეს მაქსიმალურად თავის მოვლა, სალონებში სიარული, სამოსისადმი მეტი ყურადღების მიქცევა რათა ახლოს მისულიყვნენ თავიანთ სათაყვანებელ მსახიობ ქალებთან. სამოსი ჯერ კიდევ გრძელია, წელზე გაკეთებული აქცენტებით და ძლიერი მხრებით. კაბებში უკვე ირიბი ჭრა “bias-cut” გამოიყენება. ქუდები და ხელთათმანები ქალის გარდერობის განუყოფელი ნაწილი ხდება. შარვალი და შორტი უკვე გამოჩნდა ზღვისპირა ქალაქებში.
1933 წელს Hermès -მა პირველი აბრეშუმის შარფი შექმნა. გარუჯული სხეული გახდა ყველაზე მოდური და იქცა მანიად, ზღვის თემის გააქტიურებამ საცურაო კოსტუმების რედიზაინსაც შეუწყო ხელი და ისინი ზურგზე უფრო ამოჭრილი გახდა ვიდრე მანამდე. მზის სათვალე ყველა ქალის მეგობრად იქცა. თეთრი ფერის სამოსი და ატლასი ეპოქის ჰიტია.
გრძელი შავი კაბები, ირიბად აჭრილი, ამოღებული ზურგი, ოთხკუთხედი ნაკეცებით. უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი ყელის ფორმები: V-neck, მრგვლად მოჭრილი ან დრაპირებული. პალტოებს გაუჩნდა ბეწვის საყელო, კაბარდინი ისევ მოდაში ბრუნდება. ბლეიზერი უფრო კუთხოვანი გახდა საყელოზე დეტალებით. პერანგებს გაუჩნდათ რუშები და ცოტა უფრო დაბერილი სახელოები. სვიტრები გახდა ტანზე მომდგარი ArtDeco-ს სტილში პრინტებით. შორტებს კი ყველა იცვამდა მუხლამდე თეთრ გეტრებთან ერთად კომბინაციაში.
აქსესუარები:
30-იანები აქსესუარების მხრივაც უნდიდრეს პერიოდად ითვლება, ამ პერიოდში შეიქმნა მრავალი ტიპის აქსესუარი რასაც დღემდე ვიყენებთ. მოდაში იყო: ქლაჩები და პატარა საფულეები, ბეწვის შარფები, ქუდები, მათ შორის ბერეტები და ფარფლებიანი შლაპის ტიპის ქუდები, ჩალმა, მრგვალი სათვალეები, ხელთათმანები, ნამდვილი და ხელოვნური სამკაული, მათ შორის მცირე ზომის თვლებიანი სამაგრები, მაღალი ქუსლები და ბალერინას ტიპის ფეხსაცმელი უკვე აქტიურად გამოიყენებოდა მაგრამ პირველად ამ ეტაპზე შეიქმნა ფეხსაცმლის ტიპი რომელიც დღემდე ჩვენთვის ცნობილია როგორც wedges.
სილამაზე:
წვრილი წარბები, ხელოვნური წამწამები და წითელი ფრჩხილები. Revlon-მა და Germaine Monteil-მა დააარსეს პირველი კოსმეტიკური კომპანიები.
თმის მასიური ფერი Platinum blonde ხდება, ძირითადი სტილი კი ტალღოვანი თმა.
დიზაინერები:
Elsa Schiaparelli – რომელმაც საოცარ წარმატებას მიაღწია თავისი საოცრად კრეატიული კოლექციით, რომელიც შთაგონებული იყო სურეალიზმითა და კუბიზმით.
მან თავის მეგობარ სალვადორ დალისთან ერთად შექმნა უცნობილესი კაბა ლობსტერით.
მის ქუდებს ფეხსაცმლის ფორმა ჰქონდათ, მის სამოსში გამოყენებულ ღილებს კი ცხოველების ფორმა. მისი საყვარელი ფერი იყო pink-purple.