10 ივნისს სურამში ჩავატარეთ აქცია,დავასუფთავეთ რკ.სადგური და სკვერი,ეს არ იყო ძალიან დიდი ტერიტორია მაგრამ იყო ძალიან დაბინძურებული და დაგროვდა ბევრი ნაგავი, რის გატანაშიც დაგვეხმარა გამგეობა. აქციაზე ვიყავით 6 ბავშვი მაგრამ მაინც ბევრის გაკეთება შევძელით. რისი დასუფთავებაც გვინდოდა თითქმის მოვახერეთ.გავაკარით რამდენიმე ბროშურა ,,არ დაყარო ნაგავიი“… აქციიის დროს შეგვხვდა რამოდენიმე მოსახლე რომელმაც დიდი მადლობა გადაგვიხადა ამისთვის, ისინი იყვნენ შეწუხებული იქაური მდგომარეობით. ამ აქციის მიზანი იყო დაგვესაუფთავებინა მცირე ტერიტორია რაც მოვახერეთ სამწუხარი ის არის რომ აქციაზე არ იყო ყველა სკოლა. მინდა ძალიან გთხოვოთ რომ თუ ასეთ ღონისძიებას გავაკეთებთ კიდევ ყველა სკოლამ მიიღოს მონაწილეობა……
“პრინც ჩარლზს ჩვენი დისკი მოუსმენია და აღფრთოვანებულა ქართული ხალხური სიმღერით”
ცოტა ხნის წინ დიდმა ბრიტანეთმა და შოტლანდიამ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ “შავნაბადას” უმასპინძლა. კემბრიჯის უნივერსიტეტის ტაძარში კონცერტს პრინცი ჩარლზიც უნდა დასწრებოდა, მაგრამ დაგვიანებით მიწვევის გამო ვერ მოახერხა. ტახტის მემკვიდრემ იმედი გამოთქვა, რომ ლონდონში “შავნაბადას” შემდეგი გასტროლის დროს აუცილებლად მოუსმენს მშვენიერ ქართულ საგალობლებსა და ხალხურ სიმღერებს.
“შავნაბადა” ჯერ მხოლოდ ხუთი წლის არის. ამ ხნის განმავლობაში გამოსცა სამი აუდიო და ერთი ვიდეოალბომი. იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც გამართა კონცერტები, არის მრავალი ფესტივალის მონაწილე. ინგლისური ჩვიდმეტდღიანი ტურნეს განმავლობაში ანსამბლის 500-ზე მეტი დისკი გაიყიდა. “შავნაბადელებმა” სიმღერა ჯერ ანსამბლ “მართვედან” დაიწყეს, შემდეგ ანსამბლ “ბიჭებში” განაგრძეს.
გაგაცნობთ მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობებს შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იცის მაგრამ მაინც ……………:)))
1. ბურჯ დუბაი (გაერთიანებული არაბეთის სამეფო) – Burj Dubai – არც მეტი არც ნაკლები 880 მეტრის სიმაღლის შენობა მან ეს წოდება 2009 წლის 17 იანვარს მიიღო ამ უზარმაზარ შენობაში არის სასტუმროები ოფისები და საცხოვრებლებიც კი.
2. CN Tower (კანადა ტორონტო) – 1975 წელს აშენებული ეს შენობა ემსახურებოდა სხვადასხვა გამოკვლებებს (ობსერვატორიული) და ასევე ასრულებდა გადამცემის მოვალეობებს UHF/VHF სიხშირეებისა, სიმაღლე არის 553 მეტრი 1975-2007 წლამდე ყველაზე მაღალი შენობა იყო მსოფლიოში
3. Ostankino Towers (მოსკოვი, რუსეთი) – აშენდა 1967 წელს და აშენების წლიდან 1975-მდე სანამ Cn Tower-ს აშენდებოდა ყველაზე მაღალი შენობა იყო მსოფლიოში მისი სიმაღლე არის 510,1 მეტრი 2000 წელს ცეცხლი გაუჩნდა და გადააკეთეს.
4. Wilis Towers or Sear Towers ეს ორი ხაელი აქვს ამ ცათამბრჯენს რომელიც დგას ჩიკაგოში სიმაღლეში 523 მეტრი შენობაში განლაგებულია ოფისები, სახლები, და უამრავი სხვა ფუნქციაც აქვს ამ შენობას მაგალითად UHF/VHF სიხშირეების გადაცემა, ობსერვატორია.
5. Taipei (ტაივანი) – აშენდა 2004 წელს 509.2 მეტრია სიმაღლეში ბურჯ დიბაის აშენებამდე სტრუქტურულ ნაგებობებში ყველაზე მაღალი შენობა იყო (2004-2009) შენობაში განლაგებულია ოფისები .
6. შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი მშენებლობა დასრულდა 2008 წელს სიმაღლე- 492მეტრი. მას იყენებენ როგორც საოფისე ფართი, სასტუმროებისთვის და საცხოვრებელი ნაწილიც შედის მის რამოდენიმე სართულზე.
7. Oriental Pearl Tower (შანხაი, ჩინეთი) – აშენდა 1994 წელს, სიმაღლე 467.9 დანიშნულება რა თქმა უნდა სატელევიზიო სიხშირეების გადაცემა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საოფისე ფართებიც კი.
8.ჯონ ჰენკოკის ცენტრი (ჩიკაგო, ამერიკა)- აშენდა 1969 წელს – სიმაღლე – 457.2 მეტრი, შენობა სხვადასხვა დანიშნულების არის თავზე აქვს სატელევიზიო ანძა, ხოლო სართულებზე სასტუმროები სახლები და ოფისები
9. პეტრონას ტყუპი ცათამბრჯენები – (კუალა ლუმპური, მალაიზია) 452 მეტრი გახლავთ ეს ცათამბრჯენები სიმაღლეში გამოიყენება ობსერვატორიული გამოკვლევებისთვის და ოფისებისთვის აშენებულია 1998 წელს.
10. და ბოლოს Greenland Square Zifeng Tower (ჩინეთი) – აშენდა 2008 წელს სიმაღლე 450 მეტრი სრულად ჯერ ა გამოიყენება მაგრამ იქნება სხვადასხვა დანიშნულების შენობა…
მე ვფიქრობ ეს საკითხი ყველასთვის საინტერესო იქნება,როდესაც ამას შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში ვიფიქრე,რომ ჩემი ბლოგის მკითხველისთვისაც საინტერესო იქნებოდა,,,ვნახოთ როგორ დაგაინტერესებთ……
მამაკაცების ცხოვრება საშინელებაა: მამაკაცი უფრო ადვილად ავადდება და უფრო ადრე კვდება“. ასეთი უღიმღამო სურათი დახატეს ავსტრიის ქალაქ ვენაში გამართული, მამაკაცების ჯანმრთელობისადმი მიძღვნილი, პირველი მსოფლიო კონგრესის ორგანიზატორებმა. როგორც გერმანული გაზეთი „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ იუწყება, ისინი შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ მამაკაცები, საშუალოდ, ქალებზე ხუთი წლით ნაკლებს ცოცხლობენ. რატომ არიან მამაკაცები უფრო დღემოკლენი? ერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი უფრო ბევრს ეწევიან და გადაჭარბებულად სვამენ. სხვა დიდი რისკ-ფაქტორებია ზომაზე მეტის ჭამა და უმოძრაობა — როგორც იტყობინებიან, შუა ხნის მამაკაცთა 70 პროცენტი ჭარბწონიანია. გარდა ამისა, ბევრი მათგანისთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული სამსახურისა და სხვა ოჯახური მოვალეობების გაწონასწორება. ავადმყოფობის შემთხვევაში მამაკაცები უფრო ნაკლებად აკითხავენ ექიმს ანდა იშვიათად მიმართავენ პროფილაქტიკურ ზომებს. ამ კონგრესის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზიგფრიდ მერინმა, ასე შეაჯამა არსებული ვითარება: „მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც რომ არასახარბიელოა“.
როგორც ჩინეთში გამომავალი ელექტრონული გაზეთი (China’s People’s Daily Online) იტყობინება, ჩინელმა არქეოლოგებმა ქაღალდზე ნაბეჭდი მსოფლიოს უძველესი ცნობილი „სარეკლამო პროსპექტები“ აღმოაჩინეს. გასახვევი ქაღალდის ორი ნაჭერი, რომელიც თითქმის 700 წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება, როგორც ჩანს, პიგმენტების შესახვევად იყო განკუთვნილი, რომლებიც ზეთის საღებავებისთვის გამოიყენებოდა, ჩინეთის პროვინცია ხუნანში მდებარე ერთ-ერთი საფლავიდან ამოიღეს. „ქაღალდის მარჯვენა კუთხეში, ზემოთ, 70 ჩინური იეროგლიფით აღიწერებოდა რაღაც გარკვეული ნივთის სახეობა, ხარისხი და თავისებურება, აგრეთვე იმის ადგილმდებარეობაც იყო მითითებული, სადაც ამ ნივთის შეძენა შეიძლებოდა“, — ნათქვამია გაზეთში. სარეკლამო განცხადების ენა საოცრად ჰგავს თანამედროვე რეკლამების ტექსტებს. კერძოდ, ასეთი რამის წაკითხვაც კი შეიძლება: „სხვა ზეთის საღებავებთან შედარებით, ჩვენი ნაწარმის ელფერი განუმეორებელია“. იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ევროპაში ქაღალდის გამოყენება XII საუკუნიდან დაიწყეს და რომ გუტენბერგმა ბეჭდვა მხოლოდ XV საუკუნეში გამოიგონა, გაზეთი შენიშნავს: „შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ქაღალდის წარმოება ჩინეთში ახ. წ. 105 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩაი ლუნმა პირველმა შექმნა ქაღალდის ფურცელი; ხოლო რაც შეეხება ბეჭდვას — ჩინეთში ხის საბეჭდი ფორმა IX საუკუნეშივე არსებობდა“.
25 მაისს ხაშურში ჩატადა ღონისძიება ,,ბევრი რან რაც ყველამ უნდა იცოდეს”……… ,, ამ ღონისძიებაში ჩართული იყო თითქმის ხაშურის ყველა სკოლის მოსწავლე. ,,კოშკაძის სკოლაში” მოსწავლეები დადიან უნარებში სამეცადნოდ და გადაწყვიტეს მასწავლებელთან ერთად ჩაეტარებინათ რაიმე ღონისძიება. პედაგოგი არის ციური ინასარიძე ხოლო ღონისძიების ორგანიზატორი თათია მურჯიკნელი (IX სკოლა)…..ბავშვებმა ისაუბრეს თითქმის ყველა სფეროზე.ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექცია, რამოდენიმე მშობელი და მოსწავლე.
პირველი თემის სათაური იყო ,,ბევრი რამ რაც ყველამ უნდა იცოდეს” ღონისძიების სლოგანი.
ნატო რაზმაძე -თემა მოიცავდა ყველაფერს,გაგვაცნო პლანეტებზე უამრავი რამ,მზის დაბნელებაზე, რაც ძალიან საინტერესო იყო,ისაუბრა აგრეთვე ევოლუციაზე ჩამოთვალა რამოდენიმე კრიტერიუმი, რაც განაპირობებს.ტრანსპორტზე(ნიშნავს გადაღმა ზიდვას)ქრსისტეფორე კოლუმბის მოგზაურობაზე,უცხოპლანეტელებზე და ა.შ
ნინო გურასპაშვილი – მან პრეზენტაცია გააკეთა ფილმებთან დაკავშირებით,გვიჩვენა ფოტოები slide show_ს თანხლებით, მოწვეულ სტუმრებს გაახსენა ძველი ქართული ფილმები და რამოდენიმე სიტყვით ისაუბრა მათ შესახებ,აგრეთვე რამოდენიმე უცხოური ფილმიც.
ანა ლომუაშვილი – ახსნა ფილმები და როგორ ხედავს ადამიანი ამა თუ იმ ფილმს,აგრეთვე ისაუბრა თუ როგორ ხდებოდა წინა წლებში ფილმების გაშვება, რამდენი მიღწევებია დღეისთვის. რასც უფრო დიდი ინტერესი შეჰმატა slide show_მ…
სოფო ლომიძე – ისაუბრა ფოტოგრაფებზე,ცნობილ მხატვრებზე თუ როგორ მუშაობდნენ ისინი და რა პირობებში ქმნიდნენ ამ დიდ შედევრებს. ასევე ფოტოაპარატებზე თუ როგორი იყო წინა წლებში და როგორი მიღწევებია დღეს ამ სფეროში და slide show_ს საშუალებით გვაჩვენა ეს ყველაფერი.
მარიამ ლისანი – ისაუბრა ტრანსპორტის შექმნაზე,სად წარმოიქმნა პირველი ტრანსპორტი და რამ შეუწყო ხელი მის განვითარებას.[საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა პრიმიტიული ტრანსპორტის საშუალებები.ლეონარდო და ვინჩმა პირველმა სცადა დაესაბუთებინა ადამიანის შესაძლებლობა,ორთქლის ძრავების განვითარებამ განავითარა ორთქლისძრავიანი თვითმფრინავების განვითარება]
სოფო ლომიძე – ისაუბრა თუ ვინ გამოიგონა პირველი ორთქლის ძრავა.
ხატია კურტანიძე – ისაუბრა თუ, როგორ ხდება ელექტრულ ხვრელური გადასვლა, p-n გადასვლის სისტემაზე, ეს ყველაფერი გვაჩვენა slide show_ს საშუალებით რამაც მეტი ინტერესი შემატა მსმენელს.(ამ თემის მომზადებაში დაეხმარა VIIსაჯარო სკოლის X კლასი)
თეონა გოგნიაშვილი – ისაუბრა პირველ რაკეტაზე,ვინ გამოიგონა და ვინ გამოსცადა პირველად…არაჩვეულებრივად შეძლო გადმოეცა მსმენელისთვის ამის შესახებ. ეს რაკეტები გგვაჩვენა slide show_ს დახმარებით.
თათია მურჯიკნელი – ისაუბრა პლანეტებზე,მზის სისტემებზე. გაგვაცნო თუ რა მდგომარეობა თითოეულ პლანეტაზე,როგორი სიდიდისაა[მათზე ყოფილა ძალიან ბევრი ჩამქრალი ვულკანი] ყველა პლანეტა გვაჩვენა slide show_ს საშუალებით.
ვიკა ლომიძე – ისაუბრა ტელესკოპზე,მის სიმძლავრეზე და რაოდენ საჭიროა,რის დანახვა შეგვიძლია და საერთოსდ რისთვის იყენებენ,თუ რამდენი სახის ტელესკოპი არსებობს და ვინ გამოიგონა.[მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპი 300მ]
მარი ციყელაშვილი – ისაუბრა ეიფონებზე და აიპოდებზე,რაც ძალიან საინტერესო იყო ყველა მსმენელისთვის განსაკუთრებით მოზარდებისთვის,აგრეთვე საიდან დაიწყო მათი დამზადება და რამდენად აქტუალურია დღეს.
სოფო ლომიძე – გაგვაცნო მობილური ტელეფონის ისტორია,როდის და სად დაიწყო მისი დამზადება [პირველი მობილური იწონიდა 40კგ_ს]
ვაჟა ფანქველაშვილი – გაგვაცნო პერსონალური კომპიუტერების მოწყბა,წარმოშობა,აღწერა თითქმის ყველა ნაწილი ყოველგვარი ჩანაწერის გამოუყენებლად,რაც ძალიან საინტერესო იყო.
საქართველოში ბოლო წლების განმალობაში ხშირად მძინვარებს სტიქია რას ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?????მე ვფიქრობ,რომ ეს ჩვენი ბრალია,მივატოოვეთ ტაძრები და ძალიან იშიათად დავდივართ……………
საქართველოში მომრავლდნენ ბევრი სხვა სექტის წარმომადგენლები და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ხალხი გადაიყვანონ თავის რწმენაზე, როდესაც გავდივარ ქალაქში აუცილებლად მაჩერებენ გზაში(დღესაც) და იწყებენ თავის რწმენაზე საუბარს……..მაგრამ……მე რათქმაუნდა ზრდილობიანად თავს ვიძვრენ მათთან საუბროსგან……თქვენ როგორ იქცევით???
დღეიდან საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას…ყველა მოსწავლეს წარმატებებს გისურვებთ,მთავარია არ ინერვიულოთ ყველაფერი კარგად იქნება…მე ვნახე დღეს ბევრი ისეთი მოსწავლე რომლებმაც ნერვიულობის გამო არცისე მაღალი ქულები დააგროვეს მაგრამ მაინც გავიდნენ,რათქმაუნდა იმათზე არ მაქვს საუბარი რომლებსაც რბილად, რომ ვთქვათ არ აქვთ განათლება ამ საგანში….
ძალიან ბევრ მოსწავლეს არ მოსწონს ეს გამოცდები,ჩემი აზრით კარგია, რადგან ყველა მოსწავლე მოინდომებს და შეეცდება თავის შესაძლეებლობის მაქსიმუმი გამოიყენოს სწავლისთვის. მთავარია ძალიან არ გაძნელდეს……წარმატებები ყველას:*
მაგია-ზებუნებრივი ძალა რომელიც ახდენს ზემოქმედებას, მაგიას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოვლენებზე, ადამიანებზე და საგნებზე. მისი შესაძლებლობები შეუზღუდავია.დღეს მაგიის გავლენა იმდენად დიდია რომ თეოლოგები შიშობენ არ იქცეს დაკანონებულ მოვლენად საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ფილოსოფოსების აზრით მაგია სულაც არ არის რელიგია. რელიგიას და მაგიას შორის ის განსხვავებაა, რომ მორწმუნეს სჯერა ღმერთის არსებობის და მასზე ამყარებს იმედებს, ჯადოქარს კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. მაგია ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს აგრესიული და დაცვითი.
აგრესიული მაგია — ადამიანს ზებუნებრივი ძალით გადაეცემა. თილისმის ტარებით ან მაგიური წამლის მოხმარებით.
ინიციური (დაწყებითი, ტრანსმისიონერული, ინიცეპციური მაგია)- ასეთი მაგია ჯადოქრობისგან შორსაა, ამიტომ სრულდება მოქმედების დასაწყისი, მისი დასრულება მაგიას ეკისრება.
პარციული(კონტაგიოზური) — ამ დროს ჯადოქრობა სრულდება არა უშუალოდ ობიექტზე არამედ მის ტანსაცმელზე, თმაზე, ფრჩხილზე და ა. შ.
იმიტარული(ჰომეოპათიური, სიმილური) — ასეთ შემთხვევაში მაგია უკეთდება ადამიანს და ტარდება რიტუალი.